ჩვენ შესახებ

PETAMOTORS - მოძრავი ავტოსერვისი თბილისში: მანქანის ხელოსანი გამოძახებით.

ვინ ვართ

მოძრავი ავტოსერვისი თბილისში

PETAMOTORS არის ავტოსერვისი, რომელიც მოდის თქვენთან. ვმუშაობთ თბილისში და ვეხმარებით მძღოლებს, რომლებსაც მანქანის პრობლემა აქვთ, მაგრამ სერვისამდე მისვლა ვერ ან არ შეუძლიათ - მანქანა არ იქოქება, დრო არ აქვთ, ან უბრალოდ ურჩევნიათ, რომ შეკეთება იქვე მოხდეს.

ვასრულებთ დიაგნოსტიკას, ელექტროსისტემის, ძრავისა და სავალი ნაწილის სამუშაოებს, სითხეებისა და აკუმულატორის შეცვლას და ჰიბრიდული ბატარეის სერვისებს.

როგორ ვმუშაობთ

ჩვენი პრინციპები

  • მიზეზის პოვნა

    შეკეთება იწყება დიაგნოზით - ასე ზოგავთ დროსაც და ფულსაც.

  • გასაგები ახსნა

    გიხსნით, რა მოხდა, რა არის გადაუდებელი და რისი გადადება შეიძლება.

  • შეთანხმება წინასწარ

    სამუშაოსა და ფასს თქვენი თანხმობის გარეშე არ ვცვლით.

მომსახურების მოდელი

PetaMotors

PETAMOTORS

თბილისი - მოძრავი ავტოსერვისი

როგორ მუშაობს მოძრავი სერვისი

თქვენ გვიკავშირდებით, აღწერთ პრობლემას და მდებარეობას. ჩვენ ვათანხმებთ ვიზიტის დროს და საწყის ფასს. ადგილზე ხელოსანი ამოწმებს ავტომობილს, გიხსნით შედეგს და თქვენი თანხმობით ასრულებს სამუშაოს.

ნახეთ ყველა სერვისი
598 322 511 WhatsApp (იხსნება ახალ ფანჯარაში)